ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე “პირველი არხის” ჟურნალისტს სცემეს და დააკავეს

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე “საქართველოს პირველი არხის” ჟურნალისტი, ნიკა მუხიგულაშვილი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„პოლიციამ მოსთხოვა მას, ნუ იღებდა მიმდინარე მოვლენებს. ნიკამ უთხრა, რომ ჟურნალისტი იყო, აჩვენა ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობაც, თუმცა პოლიციამ მას სცემა, მოგვიანებით კი დააკავა“, – აცხადებს “საქართველოს პირველი არხის” ოპერატორი, რომელიც ჟურნალისტთან ერთად იმყოფებოდა.
ამასთან, ოპერატორს კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს.
როგორც ირკვევა, ჟურნალისტი ჯერ ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები