საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საგანგებო განცხადება

პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გამოეხმაურა. “კვირა”  საგანგებო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში პარლამენტის წინ ამ საღამოს განვითარებულ მოვლენებს.ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ დღეს ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში“-, ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, არიან დაშავებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები