შვედეთის ელჩი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ
შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი თბილისში პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის – “ტვიტერის” მეშვეობით ეხმაურება. მან ყველა მხარეს მოუწოდა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ.
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. ვაღიარებთ იმ ტკივილს, რომელიც ბევრმა ადამიანმა დღეს იგრძნო. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოავლინონ თავშეკავებულობა და ყოველთვის იმოქმედონ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“, – წერს შვედეთის ელჩი „ტვიტერში“.