სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე: სრულიად მიუღებელია,რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს

 

სრულიად მიუღებელია რომ გარედან, უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით აცხადებს.

“სრულიად მიუღებელია რომ გარედან უცხო ქვეყნის მოქალაქე “თავის შექმნილ” (ეს რა სახელმწიფოებრივი მიდგომაა ???) პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდეს და ასეთი ანტიკონსტიტუციური მოწოდება საზოგადოებრივი არხით ვრცელდებოდეს!
დროა სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ყველა ამ დარღვევაზე წესრიგი დაამყაროს და საშუალება არ მისცეს დესტრუქციულ ძალებს მოსკოვის გეგმები გაატარონ”,- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სპეციალურ განცხადებაში”, -აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მოვუწოდებ ჩემს შექმნილ ქართულ პოლიციას, არ დაემორჩილოს ივანიშვილს და გადავიდეს ხალხის მხარეს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

სააკაშვილი აღნიშნული პოსტით პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები