ანრი ოხანაშვილი: დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა
“ორგანიზატორები, ვინც ამას ახორიცელებენ იქნებიან კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულნი“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც ხდება აქციაზე გარკვეული ჯგუფების მხრიდან – სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანა, არის უკვე ძალიან სახიფათო რდა დაუშვებელი.
ყველა შესაძლოა კანონდარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება. მოვუწოდებ ყველას დაიცვან კანონი სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება კანონის სრული დაცვით რეაგირება. დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტებზე იაერიშიის მიტანა, რასაც ბოლო რამდენიმე საათია ახორციელებენ დემონტრანტების გარკვეული ნაწილ. ორგანიზატორები, ვინც ამას ახორიცელებენ იქნებიან კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემულნი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.