არჩილ თალაკვაძე: მიიტანეს შტურმი კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში, პარლამენტზე

რეალურად მშვიდობიანი მანიფესტაცია შევიდა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე შეტევა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ძალას.

“რეალურად მშვიდობიანი მანიფესტაცია შევიდა იმ სივრცეში, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე შეტევა… გარეთ რაც დღეს ხდება ეს არის ის, რომ მშვიდობიან მანიფესტანტებთან მდგომმა პროვოკატორების და პოლიტიკოსების ნაწილმა მიიტანა შტურმი კონსტიტუციურ ინსტიტუტზე, ამ შემთხვევაში, პარლამენტზე. შესაბამისად, ეს მოითხოვს, სათანადო უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფას და ამას უნდა დაემორჩილოს ყველა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები