ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს პარლამენტი უსაფრთხოების გამო დაატოვებინა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ ცოტა ხნის წინ პარლამენტში მყოფ ჟურნალისტებს ტერიტორია უსაფრთხოების გამო დაატოვებინა.
„მოშორდით ფანჯრებს, წამოგიყვანეთ უსაფრთხო ადგილას წაგიყვანთ“, – განუცხადა პარლამენტში ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში ყველაფერია მოსალოდნელი.
ამ დროისთვის ჟურნალისტები პარლამენტის შენობაში თავისუფლად გადაადგილდებიან.