აქციაზე, მოქალაქეებმა ვატო შაქარიშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს(ვიდეო)
პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ვატო შაქარიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი და ლევან გოგიჩაიშვილი მივიდნენ.
მაშინ როცა საკრებულოს წევრი, შაქარიშვილი სიტყვით გამოსვლას აპირებდა, მოქალაქეებმა შეძახილებით მას ამის საშუალება არ მისცეს.
“დღეს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი ჰქონდა ოკუპირებული რუსეთს, ისე აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ოკუპირებული საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი”, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
ის მოქალაქეებმა შეძახილებით გააცილეს.