მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას არაადეკვატურს უწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არაადეკვატურს უწოდებს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებლობას არავინ გაურბის და ყევლაფერი გაირკვევა.
„როცა ტერიტორიებს რუსეთს აბარებ, რეზოლუციას მხარს უჭერ და კონკრეტული ფაქტი გიხარია, რადგან პოლიტიკური ქულები დაგეწერება და საშუალება მოგეცემა, პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება მოითხოვო, ეს არასერიოზულია. მათი მოთხოვნა არაადეკვატურია. რატომ აღმოჩნდა, რომ ჩვენს ბერძენ კოლეგას ეს სხდომა უნდა წაეყვანა და სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატი აღმოჩნდა, რომელსაც აღმაშფოთებელი განცხადებები აქვს გაკეთებული. ეს როგორ აღმოჩნდა, რა დეტალები იყო, პროტოკოლის თემა იყო, თუ დადგმული პროვოკაცია, ამაზე პასუხი იქნება გაცემული, თუმცა მანამდე საკითხი დეტალურად უნდა გავარკვიოთ. სასაყვედურო გვაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს რუსი დეპუტატების ჩამოსვლისა და პარლამენტში მათ მისვლის გამო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები