პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მამაკაცი შეუძლოდ გახდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 70 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა. როგორც “კვირას” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მოქალაქეებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს. მამაკაცს გონება არ დაუკარგავს, მას ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებიც რუსულ ოკუპაციასა და დღეს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად, სამართალდამცველები მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით აქციის მონაწილეებს გზის საავტომობილო ნაწილზე გადასვლის საშუალება მიეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები