ალექსანდრე მოწერელია: ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის, რაც პარლამენტში მოხდა

0

პარლამენტში განვითარებულ მოვლენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ეხმაურება. ის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გმობს და დაუშვებელს უწოდებს.
„ვგმობ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი რაც საქართველოს პარლამენტში დღეს მოხდა! დაუშვებელია, ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდეს! საქართველოს პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი გულწრფელი და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია”, – აცხადებს ალექსანდრე მოწერელია.

კომენტარები

კომენტარი