“გავრილოვი ისევე “იზიარებს” ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც – ტოტლებენი და როდიონოვი”
„გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორც – ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარლამენტში დღეს მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, სერგეი გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი.
„გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორც – ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში, გავრილოვი ისევე “იზიარებს’ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც – ტოტლებენი და როდიონოვი იზიარებდნენ, ჩვენს ქვეყანას რომ აოხრებდნენ და აწიოკებდნენ. ეს ყველაფერი, ბევრად მწვავედ, სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს, გუშინ. დღეს კი, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, ხოლო მისი ყოფნა პარლამენტის შენობაში და ამ ფორუმისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის გამოყენება – შეცდომა. ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, პირველთაგანია, ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.