ვანო ზარდიაშვილი: ეს იყო სამარცხვინო სანახავი

“ეს იყო სამარცხვინო სანახავი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში დღეს მიმდინარე მოვლენებს.
„პარლამენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მინდა, ჩემი პოზიცია მოკლედ გამოვხატო – ეს იყო სამარცხვინო სანახავი!!! ვფიქრობ, ყველა ერთად – პოზიციამ, ოპოზიციამ, ეკლესიამ, ყველამ ერთად უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ერთიანი პოზიცია და ხედვა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს 20% ოკუპირებულია. საქართველოს არცერთი მოქალაქე ამას არასდროს შეეგუება“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები