ქუცნაშვილი, რომელსაც გავრილოვმა ხატი აჩუქა, “მონა”, “მონას” სკანდირებით გააცილეს (ვიდეო)

“მონა, მონა“, – ამ სიტყვებით გაიარა საქართველოს პარლამენტის ჰოლი უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან, დეპუტატს კომენტარის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
“სირცხვილი მთავრობას”, – ამ წარწერის პლაკატი  ზაქარია ქუცანაშვილმა ერთ-ერთ აქტივისტს წაართვა და დახია.
დაძაბული სიტუაციის გამო, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება ვერ შეძლო და ირაკლი კობახიძის მისაღებში მიიმალა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა ზაქარია ქუცნაშვილს დღეს, სხდომის დაწყებამდე ხატი აჩუქეს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან  დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები