რუსეთმა 15 ივნისის ღამით კიევზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ქალაქის რამდენიმე რაიონში საცხოვრებელი მრავალსართულიანი შენობები დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა,- ინფორმაციას უკრაინული და საერთაშორისო მედია საშუალებები ავრცელებს.
დარტყმების შედეგად დაზიანდა ისტორიული კომპლექსი, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი კიევ-პეჩორის ლავრა, სადაც ხანძარი გაჩნდა და მონასტრის ერთ-ერთ ნაწილში, მათ შორის ტაძრის სახურავზე, მნიშვნელოვანი ზიანი დაფიქსირდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ.
კიევის ხელისუფლების ცნობით, კიევის სხვა ნაწილებში მძიმე დაბომბვის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო სულ მცირე 23 ადამიანი დაშავდა.