ევროპარლამენტის დეპუტატები: ლგბტ ფობიური ჯგუფისგან ძალადობისა და მარშის ჩაშლის მუქარა არ უნდა გახდეს მსვლელობის აკრძალვის მიზეზი

0

“ლგბტ ფობიური ჯგუფის მხრიდან ძალადობისა და მარშის ჩაშლის მუქარა არ უნდა გახდეს მსვლელობის აკრძალვის ან მისი ქალაქგარეთ გადატანის მიზეზი“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატების მიერ მიმართვის წერილშია საუბარი, რომელიც ევროკომისრებს: ფედერიკა მოგერინის, ფრანს ტიმერმანსა და ვერა იოუროვას ​გაუგზავნეს. დეპუტატები საქართველოში “პრაიდის” ჩატარების საკითხს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ღონისძიების მონაწილეების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
“საქართველო პირველი ლგბტ პრაიდის ჩასატარებლად ემზადება, რომელსაც თან ულტრამემარჯვენე ლგბტ ფობიური ჯგუფების მუქარა ახლავს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამ ფონზე უარს აცხადებს, მსვლელობის მონაწილეები ადეკვატური დაცვით უზრუნველყოს.
საქართველოს ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს ქალაქში “პრაიდის” გამართვის უფლება არ მისცა, სანაცვლოდ ტერიტორია დედაქალაქიდან 35 კილომეტრის დაშორებით გამოუყვეს. ულტრა-მემარჯვენე ლგბტ ფობიურმა ჯგუფებმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკვე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა მარშის ჩატარებას ხელი შეუშალონ, ამიტომ ცხადია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს “პრაიდის” მონაწილეების უსაფრთხოება. ხელისუფლება ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მშვიდობიანი დემონსტრაცია უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ლგბტ ფობიური ჯგუფის მხრიდან ძალადობისა და მარშის ჩაშლის მუქარა არ უნდა გახდეს მსვლელობის აკრძალვის ან მისი ქალაქგარეთ გადატანის მიზეზი“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

კომენტარები

კომენტარი