შეუჩერეს თუ არა მამა ელიზბარ დეკანოიძეს მსახურების უფლება – რატომ საუბრობს ის საპატრიარქოს სახელით?

მამა ელიზბარ დეკანოიძე  ეკლესიაში დაპირისპირებაზე  ღიად საუბრობს.  როგორც მან „კვირას“განუცხადა,   სასულიერო პირებს ერთმანეთი სძულთ და საკუთარი სკამების გადასარჩენად სიჩუმეს ამჯობინებენ.
„ამ წუთებში, ფიზიკურად არ ვარ  პატრიარქის გვერდით, მაგრამ სულიერად  და ხორციელად  მის გვერდით ვდგავარ. აი, ეგ დანარჩენები,  არასდროს არ იდგნენ უწმინდესთან. ისინი  თავიანთი სკამის გადასარჩენად ცხოვრობენ. ერთმანეთი ჭირის დღესავით სძულთ.  ისეთი სიძულვილი, რაც მე ეკლესიაში ვნახე, არსად მინახავს. ჯარშიც ვიყავი, სად არ მიმსახურია… მათ აღიზიანებთ,  ხმას რომ  ვიღებ და  სიმართლეს ვამბობ.  მე მოქმედი მამაო ვარ თუ უმოქმედო,  როგორ  ფიქრობთ გავჩუმდები?   ამას წინათ, მამა მიქაელ ბოტკოველს უთქვამს, ვინ არის მამა ელიზბარ დიაკონიძეო?  ასეთს არავის ვიცნობო.  თუმცა,  ის მასწავლიდა აკადემიაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია.  მე გვიან  ჩავაბარე აკადემიაში…  მის ქორწილში კიდევაც მიქეიფია და მასაც უქეიფია ჩემს ქორწილში.  ერთმანეთს ვიცნობთ ოჯახებითაც, მაგრამ მე ახლა ჩემი განცხადებებით  მიუღებელი ვარ.
ცოტა სხვა ბუნების ადამიანი ვარ,  ყოველთვის პირში მიყვარს თქმა.  უკან არასდროს ვიხევ.  რამდენიმე მეუფეს  პირში  ვუთხარი სათქმელი,  რასაც ვფიქრობდი და  მერე მოხდა,  ისეთი ფაქტი, რომელზეც საუბარი არ მსურს,  იმიტომ რომ ეს მე აღსარებაში ვთქვი…“,  – განუცხადა „კვირას“  მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
dმამაოს გაღიზიანება იმ ბრალდებებმა  გამოიწვია, რაც ბოლო დროს მის მიმართ  სოციალურ ქსელში გაისმა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  მამა ელიზბარ დეკანოიძე   სასულიერო პირი არ არის და  მას უფლებამოსილება შეჩერებული აქვს.
ფაქტი, რომ  მამა ელიზბარ დეკანოიძეს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს, „კვირას“ სამების საკათედრო ტაძრის ანქიმანდრიტმა  ანთიმოზ  ბიჩინაშვილმაც დაუდასტურა.
„როგორც ვიცი, მამა ელიზბარ დეკანოიძე  სასულიერო პირი არ არის. მას მსახურების უფლება აქვს შეჩერებული“ , – აღნიშნა  ანქიმანდრიტმა,  თუმცა, მიზეზი არ გაამხილა.
როგორც „კვირას“  მამა ელიზბარ დეკანოიძემ განუცხადა, იგი  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, მამა ბასილის  ცნობილი დაკავების შემდეგ დააკავეს და მან საპატიმროში  2 წელიწადი გაატარა.  მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი, როგორც სასულიერო პირის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი.  ამჟამად კი  მამა ელიზბარ დეკანოიძე   ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე წმინდა სამების  ტაძრის დიაკვანია.
„მე ეკლესიაში დავდივარ.  პატარა   წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიაკვანი  ვარ. როგორც სასულიერო პირისთვის,  ჩემთვის არავის ჩამოურთმევია უფლება, ვიყო მამაო.  სასულიერო პირი ვარ და ვრჩები სასულიერო პირად… სანამ არ განუკვეთივარ ეკლესიას.  მამა ბასილი განკვეთეს და მაინც ეწევა მსახურებას. ჩემს შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდარა.  მე ვრჩები  ამ ეკლესიის წევრად,   ფეხს არ ვიცვლი არსად.  ვარ მოქმედი მამაო,  ხოლო დანარჩენები, რომლებიც  ხმას არ  იღებდნენ,   კათალიკოს-პატრიარქის გვერდით  ყოველდღე დგანან, სწორედ ისინი არიან  უმოქმედონი“, – აღნიშნა მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
შეგახსენებთ, რომ  3 ივნისს სინოდის სხდომა იმართება.
წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე  დღეს გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში   საზოგადოებას, ყველა ეპარქიის მრევლს, საპატრიარქოსთან მისვლისკენ მოუწოდა.
როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მრევლი საპატრიარქოსთან თავიანთი მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მიჰყვეს, რომ ვერავინ გაბედოს და უწმინდესის შეურაცხყოფა არ იკადროს.
“3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს, გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს. ეპარქიებიდანაც უნდა დაიძრას ხალხი და თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მოჰყვნენ, რომ არ გაბედოს რომელიმემ და უწმინდესის შეურაცხყოფა იკადროს! დავანებოთ, თუ გნებავთ, პიროვნებას თავი, თუმცა ვის დავანებო და რატომ დავანებო, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია, დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! მას შეუძლია გადადგეს, როგორც დემეტრე თავდადებულის დროს გააკეთა ეს პატრიარქმა, მაგრამ მან უნდა დაასახელოს თავისი მემკვიდრე და არა “სინოდნალნია კანტორამ“!- პეტრე პირველმა რომ უქნა რუსეთს და მერე სტალინმა რომ აღუდგინა. მე ასე გავიგე, რომ უკვე სამ რიცხვში არ გადაწყდება ეს ამბავი, მაგრამ ამ დღეს წამოიწევს ეს თემა“, -აცხადებს მამა ელიზბარი  გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები