დავით ზალკალიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation” საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი არასამთავრობო ორგანიზაციის „The Heritage Foundation” საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, ლიუკ კოფის, შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება და ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკასა და ამ პროცესის გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი აშშ-ში დადებითად შეფასდა.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და პრაქტიკული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას გაუსვა ხაზი.

დავით ზალკალიანმა ამერიკელ ექსპერტს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაუზიარა ინფორაცია. შეხვედრის ბოლოს ხაზი გაესვა აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა წრეების ჩართულობის მნიშვნელობას აშშ-საქართველოს შორის არსებული დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები