ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში იმყოფება – ის ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. სომხური მედიის ცნობით, ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტასა და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
“თქვენ აჩვენეთ სომხეთის ღრმა ერთგულება მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ. რადგან ჩვენი კავშირები უფრო მჭიდრო ხდება, ვიდრე ოდესმე, ევროკავშირის მდგრადობისა და ზრდის გეგმა სომხეთის მომავალში სტრატეგიული ინვესტიციაა. ჩვენ ვიცით, რომ თქვენს მშვენიერ ქვეყანას შეუძლია და ითამაშებს კიდეც მნიშვნელოვან როლს ევროპის მომავალში”,- დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც ესწრებოდა. მისი თქმით, “ევროკავშირი მუშაობს სომხეთთან უფრო ღრმა და ფართო პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე და ქვეყანასთან ურთიერთობების განვითარება სურს”,- აღნიშნა კოშტამ.