გურამ ფალავანდიშვილი: თუ პოლიცია შეეცდება ხალხის დაჭერას, მოხდება ერისა და ბერის გაერთიანება, მოხდება პარალიზება

“თუ პოლიცია მრუშობის პროპაგანდის გამო დაერევა ხალხს, როდიონოვივით დაუწყებს ჩეხას, ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ, რომ ხალხი ამას არ შეეწინააღმდეგება?”, – ამის შესახებ საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, აქვს ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი მზად არის, ორგანიზებულად ჩაერთოს მოძრაობაში.
„ჩვენც და ლევან ვასაძეც ვართ ქრისტიანები და ვემორჩილებით ნებისმიერ კანონს გარდა იმ კანონისა, რომელიც ეწინააღმდეგება ღმერთის კანონს. თუ პოლიცია მრუშობის პროპაგანდის გამო დაერევა ხალხს, როდიანოვივით დაუწყებს ჩეხას, ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ, რომ ხალხი ამას არ შეეწინააღმდეგება? კომბლით იქნება, თუ რაც მოხვდება ხელში, შეეწინააღმდეგება. თუ 9 აპრილს მოგვიწყობენ (მაგრამ, ვფიქრობ, ესკალაცია ამ დონემდე არ მივა), პოლიცია თუ შეეცდება ხალხის დაჭერას – მოხდება ერისა და ბერის გაერთიანება, გამოვა ქუჩაში, მოხდება პარალიზება და მაქსიმუმ სამ დღეს სამარცხვინოდ გაძლებს მთავრობა. თუ მეტყვით, პოლიციას იმხელა ძალა აქვს, რომ ყველა ქალაქსა და ადგილზე გამოსულ ხალხს დაერევა წყლის ჭავლით, კომბლებით თუ ფიწლებით, ძალიან ეჭვი მეპარება, მაშინ თურქეთის ჯარი უნდა შემოიყვანონ“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
მისივე თქმით, თუ ფილარმონიაში ჩატარდება ლგბტ პროპაგანდა, იქ გაკეთდება დიდი კორდონი, რომ პოლიციამ კორდონი ვერ გაარღვიოს.
“თუ გაარღვია, მაშინ იმდენი ხალხი გამოვა, რომ მთავრობა გადადგება და დაიშლება ფილარმონია”, – აღნიშნავს ფალავანდიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები