გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია – ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, ორგანიზატორებმა სამინისტროსგან შემოთავაზება მიიღეს, რომ ღონისძიება გააუქმონ.
„ვერ გეტყვით დეტალებს, უბრალოდ, შეხვედრა შედგა. შემოთავაზება მივიღეთ, რომ გაგვეუქმებინა ეს ღონისძიება იმიტომ, რომ ხედავენ რისკებს. დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ამაზე სახალხო დამცველმაც ისაუბრა და შეგიძლიათ, ჰკითხოთ. “პრაიდის” ჩატარებასთან დაკავშირებით ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება. ვიმსჯელებთ და შემდეგ გაცნობებთ მედიას“, – განაცხადა გიორგი თაბაგარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები