პრემიერი: რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე

„ბოლო დღეების განმავლობაში რაც ვიხილეთ, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „თბილისი პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
მისი თქმით, საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება.
“განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს. მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა, გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური. საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები, რაც საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები