მამუკა ბახტაძე: ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე

“ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენ ამის დემონსტრირება არაერთხელ გაგვიკეთებია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა პრემიერმინისტრს კითხვები ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელი განცხადებების თაობაზე დაუსვეს და, ასევე, დაინტერესდნენ პრემიერის პოზიციით, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს მოვლენათა აგრესიული განვითარება.
„ეს შეიძლება, შედიოდეს მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში, რომელთაც სურთ, შემოიტანონ არეულობის განცდა საზოგადოებაში. ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენ ამის დემონსტრირება არაერთხელ გაგვიკეთებია, თუ დაგვჭირდა, კიდევ გავაკეთებთ. ეს არის ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე საკითხი. მინდა, მოვუწოდო ყველას, ვისაც უყვარს სამშობლო, რომ მოეკიდოს ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით. ქვეყანას აქვს ორი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა – სიღარიბე და ოკუპაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ერის კონსოლიდაცია მიმართული იყოს ამ ორი ყველაზე დიდი და მტკივნეული გამოწვევის დასაძლევად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები