ორანჟერეის პროექტის ავტორი: კეთდება რეკრეაციული ზონის არქიტექუტრა, ეს იქნება პარკის ნაწილი ბარიერების გარეშე

“150-მდე ახალი ხის ნარგავი, 500 კვადრატული მწვანე მოლი, ეგზოტიკური მცენარები, ზამთრის ბაღი, პატარა კაფეები, საგამოფენო სივრცე, სცენა, ბავშვთა გასართობი ცენტრი – ამ ყველაფერს თანამედროვე, მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი აერთიანებს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ გაშენდება”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პროექტის ავტორმა, მამუკა ჩხაიძემ ისაუბრა.
„ეს ტერიტორია წარმოადგენს საზოგადოებრივ-საქმიან ზონას. დღეს აქ მდებარეობს KIA-ს ცენტრი, ავტოსალონი, სადაც არის პროფილაქტიკა. იყო საუბარი იმაზე, რა შეიძლებოდა, აქ განთავსებულიყო. თავად შენობის რეკონსტრუქციის საკითხი დადგა. ვიცით, რომ ეს ტერიტორია ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, დაიბადა აზრი, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც ტყე-პარკთან ახლოს იქნებოდა თავისი კონცეფციით. რას წარმოადგენს პროექტი – ის მრავალფუნქციურია, არის აბსოლუტურად თანამედროვე ორანჟერეა, რომელიც მოიცავს მრავალ ფუნქციას, პირველ ყოვლისა,  საგამოფენო სივრცეს, სადაც, შესაძლოა, სადღესასწაულო ღონისძიებები ჩატარდეს.  პროექტში ჩავდეთ სცენა, სადაც, შესაძლოა, მოწვეული იქნას მნიშვნელოვანი საესტრადო ანსამბლები, რომლებიც გაამდიდრებს ამ სიტუაციას.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის ამოცანა იყო, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომლის ექსტერიერი და ინტერიერი გააერთიანებდა ამ სივრცეს. იცით, რომ მოასფალტებული ტერიტორიაა და დგას ეს ნაგებობა, რასაც ავტოპროფილაქტიკას ვეძახით. ამის ნაცვლად კეთდება სრულიად თანამედროვე ნაგებობა. თავად ეს ტერიტორია წარმოადგენს მოსუფთავებულ-მოასფალტებულ ტერიტორიას. დაახლოებით, 150-მდე ახალი ხის ნარგავი დაირგვება, დაახლოებით, 500 კვადრატული მწვანე მოლი კეთდება. რაც მთავარია, შიგნით, ნაგებობაში ტექნიკური სართული ეწყობა. სადაც სარწყავი სისტემა შექმნილი იქნება, ანუ ზამთრის ბაღი წარმოვიდგინოთ – ზამთრის ბაღში შევდივართ, იქნება უამრავი ეგზოტიკური მცენარე“, – განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ორანჟერეა ტურიზმის მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება.
„დღეს იცით, საქართველოში ტურიზმი როგორ ვითარდება. ტურიზმთან დაკავშირებით ასეთი სივრცეები საქართველოში ძალიან ცოტაა და, ფაქტობრივად, არ არსებობს.
ყველაზე მთავარი  არის ტურისტი, რომელიც ქალაქში ჩამოდის, მიდის ისტორიულ ნაწილში, ძველ ქალაქში, ათვალიერებს. აუცილებელია, ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე გაჩნდეს ობიექტები, რომელებიც, ასევე, მოიზიდავს ტურისტებს. ჩვენ ჩავდეთ კონცეფციაში – ისტორიული ნაწილიდან პატარა ფრაგმენტები გადმოვიღეთ, რომლებიც საგამოფენო სახეს მიიღებს და ტურისტი გაეცნობა. იქნება პატარა კაფეები, მაღაზიები, ბავშვთა გასართობი ცენტრი“, – განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პროექტი ხეების გაჩეხას გამორიცხავს.
„პირიქით, მე ვამბობ, რომ ახალი ნარგავი დაირგვება. შიგნით იქნება ეგზოტიკური მცენარეები. მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ დენდროლოგებთან.
თავისი სტატუსით ეს ზონა დღეს წარმოადგენს საზოგადოებრივ- საქმიან ზონას. ამ ადგილზე დამკვეთს შეეძლო, იგივე ფუნქცია დაეტოვებინა, მაგრამ ეს არის ის საუკეთესო შემთხვევა, როცა დამკევთმა გაირთულა სიტუაცია, როცა ეს იდეა შევთავაზეთ. იდეაში სწორედ ეს დევს, რომ ეს საქმიანი ზონის ობიექტი კი არ უნდა იყოს, არამედ ტყე-პარკის, სარეკრეაციო ზონის ობიექტი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველასთავის ღიაა, არ არის დახურული, ანუ პარკი გავაძლიერეთ რეკრეაციული შენობით. დღეს ქალაქს აკლია ასეთი ობიექტები, რომლებიც მოიზიდავს დამსვენებელსაც, ტურიტსაც, ადგილობრივ საზოგადოებასაც“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, პროექტს ადგილობრივ მოსახლეებში დადებითი შეფასება მოჰყვა.
„აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაციები ტრიალებს. მადლობას გიხდით, შესაძლებლობა მოგვეცა, ჭეშმარიტება ვუთხრათ მოსახლეობას. იქ ვიღაც საუბრობს, რომ, თითქოს, საცხოვრებელი სახლი შენდება, ვიღაც სხვა რაღაცებზე საუბრობს. ეს არ შესაბამება სინამდვილეს. აქ კეთდება რეკრეაციული ზონის არქიტექუტრა, რომელიც იქნება პარკის ნაწილი და მოსახლეობისთვის ღია“, – განაცხადა მამუკა ჩხაიძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები