სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტზე N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილე გაათავისუფლეს. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მითითება მიეცა, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები.
“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის შესახებ. ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების N7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება. გარდა ამისა, მითითება მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები