ბოლნისში პირველი საერთაშორისო ფორუმი – „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 13-14 ივნისს ბოლნისის პირველი საერთაშორისო ფორუმი- „ადგილობრივი ხელისუფლება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის სოფლის მეურნეობაში და სოფლად“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო კონფერენცია „ადგილობრივი ხელისუფლება სოფლის მეურნეობისა და სოფლის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მომხსენებლებმა მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტთან სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
სხვადასხვა ორგანიზაციისა და დონორის მხარდაჭერით, საერთაშორისო ფორუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები