დეკანოზი დავით ლასურაშვილი: სრულიად საქართველო არის დაობლებული, დიდი ტკივილია

“სრულიად საქართველო არის დაობლებული, დიდი ტკივილია,” – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მან საქართველოს აჩუქა კეთილი, ღვთის დიდებით აღსავსე მომავალი და ეს ადამიანები, რომლებიც გაერთიანებულები არიან დედაეკლესიაში და ღმერთის სიყვარულით ცხოვრობს, ეს არის უწმინდესის დამსახურება“, – აღნიშნა დეკანოზმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები