სალომე სამადაშვილი: როდესაც ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს მონოპოლია საფრთხის ქვეშ დგება, რეაგირება უნდა იყოს ბევრად ადეკვატური

„როდესაც ძალის გამოყენებაზე სახელმწიფოს მონოპოლია საფრთხის ქვეშ დგება, ვფიქრობ, რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო ადეკვატური, ვიდრე დღემდე ვნახეთ“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილი ამბობს, რომ ლევან ვასაძეს სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად ვერ აღიქვამს.
„ეს არის რუსეთის დაკვეთა და შესაბამისად, ყველა ეს ადამიანი ასრულებს რუსეთის დავალებას. რაც შეეხება ვასაძეს, მე მას ვერ აღვიქვამ სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად. როდესაც ისმის მოწოდებები პარალელური დაჯგუფებების შექმნის თაობაზე და სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, მონოპოლია ძალის გამოყენებაზე დგება საფრთხის ქვეშ, ვფიქრობ, სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს ბევრად უფრო ადეკვატური ვიდრე ჩვენ ეს დღემდე ვნახეთ“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლევან ვასაძის ამ განცხადებაზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები