აღუდგება თუ არა უგულავას მერის უფლებამოსილება, სავარაუდოდ, 5 ივნისს გადაწყდება

აღუდგება თუ არა გიგი უგულავას თბილისის მერის უფლებამოსილება, სავარაუდოდ, 5 ივნისს გახდება ცნობილი. საქალაქო სასამართლოში თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებული საქმის განხილვისას, უგულავას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა. შუამდგომლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას უფლებამოსილება უნდა აღუდგეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო. აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შემდეგ პროკურორებმა შუამდგომლობის გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს, რის საფუძველზეც სასამართლო პროცესი 5 ივნისს, 12:00 საათისთვის გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები