სალომე ზურაბიშვილი: ყველას პრეზიდენტი ვარ, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა“, – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ჟურნალისტებთან საუბრისას, გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, იგი არ ეთანხმება დაპირისპირებას და მიაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.
„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მიუხედავად მათი რელიგიური მიმართულებისა და სექსუალური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მე ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ მე არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა თავისი დაპირისპირებებიც, რაც სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე აქვს. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული ახალი დაპირისპირებები,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები