მსჯავრდებულს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალი წარედგინა

    სასჯელაღსრულების N7-ე დაწესებულებაში, მსჯავრდებულს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიების მიხედვით, 2013 წლის 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7- ე დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმარმა წყლით სავსე ბოთლის გამოყენებით, განზრახ გაანადგურა საკანში დამონტაჟებული, 500 ლარად ღირებული ვიდეოკამერა. ამის შედეგად დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი მიადგა. ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები