ტრამპი: ამერიკა და ირანი არ არიან მზად შეთანხმებისთვის

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ამ მომენტისთვის, ფიქრიც კი არ ღირს ვაშინგტონსა და თეირანს შორის რაიმე სახის შეთანხმების მიღწევაზე.
“მე მადლობელი ვარ პრემიერ აბესი (იაპონიის პრემიერი -სინძო აბე), რომ ის ირანში ალი ხამენეის შეხვდება. მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ფიქრიც კი ადრეა ირანთან შეთანხმების დასადებად. ისინი მზად არ არიან, არც ჩვენ!” – დაწერა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გაზარდა.
​ამასთან, დღეს აშშ-მ გამოაქვენა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები ტანკერ Kokuka Courageous-იდან იმ ნაღმის მოხსნას, რომელიც არ აფეთქდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები