ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

 

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სიაში ერაყის ორი მოქალაქე და კომპანია South Wealth Resourses Company მოხვდნენ, რომლებიც ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. დაზუსტებულია, რომ ისინი დაჯგუფებას სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმარნენ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციების სიაში 9 ფიზიკური პირი და 14 ორგანიზაცია შეიყვანა. აშშ-ს მტკიცებით, შემაკავებელი ზომები იმათ წინააღმდეგ მიიღეს, ვინც ტერორისტულ საქმიანობასა და ირანის ბირთვულ პროგრამაშია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები