ანრი ოხანაშვილი ბესელიას განცხადებაზე: ჭორაობაში ვერავის ავყვები

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში მან რამდენიმე ხმაურიანი გვარი იპოვა, რომელთაგან ერთ-ერთი პარლამენტის დეპუტატის გვარს ემთხვევა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ვრცელი კომენტარით არ პასუხობს.
​ოხანაშვილის თქმით, გამოძიება გრძელდება.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
“ეს საკითხი არის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს კვლევის საგანი, ამიტომ ამ ადამიანმაც უნდა ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოსთან და თვითონვე დაასახელოს. ჭორაობაში ვერავის ავყვები. სამართალდამცავმა ორგანოებმაუნდა გამოავლინონ ნებისმიერი პირი და თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ნებისმიერი საკითხი, მითუმეტეს, როცა ასეთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, უნდა იყოს გამოძიებული და გაეცეს კითხვებს პასუხი. გამოძიება გრძელდება. რა დროში, რა შედეგს დადებენ, ეს არის კონკრეტული ორგანოს კომპეტენცია. იმედი მაქვს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები