კარასინი: საქართველოს გადასაწყვეტია რას მოუხერხებს ანაკლიის პორტს, მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ. აშშ -ს სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი რუსეთს არ მოსწონს.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
“ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს”, – განაცხადა გრიგორი კარასინმა გუშინ, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.
ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს ანაკლიის პორტის პროექტს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, პომპეოს თქმით, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.
„პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით“, – განაცხადა პომპეომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები