კარასინი: ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს

საქართველოს ნატოში დაჩქარებული მიღება რუსეთთან ურთიერთობაზე დამღუპველად იმოქმედებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში აბაშიძე-კარასინის შეხვედრის მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.
მან ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება.
“შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი პომპეო ღიად აცხადებს, რომ ნატოში საქართველოს დაჩქარებული მიღებაა საჭირო. იმის თქმა, რომ ეს ვითარება რუსეთისთვის საგანგაშოა, ძალიან რბილი ნათქვამი იქნება. სინამდვილეში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობებზე. ერთია, როდესაც ჩვენ გვყავს კარგი მეზობელი, რომელსაც აქვს პრობლემები და ჩვენ ურთიერთობებში არის პრობლემები. მაგრამ სხვა რამეა, როდესაც შენი მეზობელი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია“, – განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში მორიგი შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები