საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 50 ძირი ნეკერჩხალი დარგეს

საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 ძირი ნეკერჩხალი დარგეს – ამის შესახებ „კვირას“ საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
როგორც საპენსო სააგენტო ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა, ხეები აქციის ფარგლებში დაირგო, რომელსაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს.
„ჩვენი მხრიდან ეს არის ბუნების მეგობრის აქცია, რაც ასევე სიმბოლურიცაა. ეს ნამდვილად არის ინვესტიცია, რასაც ჩვენს მომავალში ასე განვიხილავთ. ეს ხეები გაიზრდებიან, აქ მოვლენ ჩვენი შვილები, შვილიშვილები და გაუხარდებათ, რომ დახვდებათ ჩვენი შრომის ნაყოფი, გაზრდილი ხე. ეს სიმბოლურია ასევე იმითაც , რომ ჩვენი სააგენტო საქართველოში დაგროვებით საპენსიო რეფორმას ახორციელებს. დაგროვებითი საპენსიო დანაზოგებიც მომავალში ნამდვილად ინვესიტიციაა თითოეული ჩვენგანისთვის. ეს დაეხმარება ეკონომიკას, ჩვენს ეკონომიკას თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს, გაზრდის მის ტემპს, გაზრდის სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს. ასევე, ამ სქემაში მონაწილე ჩვენი თითოეული მოქალაქე საპენსიო ასაკში ფინანსურად უფრო უზრუნველყოფილი იქნება“ – განაცხადა სურგულაძემ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები