კახიძე სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღაზე: ვერ შევაფასებთ, როგორც რაიმე ფორმით წინ გადადგმულ ნაბიჯს

ვერანაირ კონსენსუსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერც ამ დოკუმენტს შევაფასებთ როგორც რაიმე ფორმით წინ გადადგმულ ნაბიჯს სასამართლო რეფორმის კუთხით, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს სამი პრინციპული საკითხი:
“ქულების მინიჭებისას მოხდეს დასაბუთება, რატომ მიენიჭა ქულა მოსამართლეობის კანდიდატს და არ იყოს თვითნებობა; მოსამართლის დისციპლინარულ პასუხისგებაში მიცემა.

ხანდაზმულობის ვადა არის დღეს კანონით მინიჭებული ხუთი წელი, რომელსაც ამცირებენ 3 წლამდე და ქმნის საფრთხეს. რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტულმა შემადგენლობამ უფლებამოსილების ვადაში ხელი დააფაროს კონკრეტულ მოსამართლეს, არ მისცეს პასუხისგებაში, მომდევნო საბჭოსაც მოუსპოს შესაძლებლობამ რეალურად გადადგას ნაბიჯები იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელიც მაგალითად კორუფციულ გარიგებაში არის მხილებული; იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან საკვალიფიკაციო გამოცდის გადატანა სკოლაში.საზოგადოებისთვის ცნობილია ის სკანდალი, როდესაც მურუსიძის ხელმძღვანელობით მუშაობდა საბჭო და ტესტების შედეგებმა გაჟონა. დღემდე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და არავითარი შედეგი არ გვაქ. კიდევ ერთი საკითხი ეხება ინდივიდუალური მოსამართლის მოსამართლის გაძლიერებას, რომ თავად შეძლონ მოსამართლის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული ცვლილებები ამ საკითხების გათვალისწინების გარეშე, ვერანაირ კონსენსუსზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ და ვერც ამ დოკუმენტს შევაფასებთ როგორც რაიმე ფორმით წინ გადადგმულ ნაბიჯს სასამართლო რეფორმის კუთხით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები