სამადაშვილი სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღაზე”: ქაღალდზე თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, მაგრამ რეალობა სხვაა ჩვენს ქვეყანაში

სამწუხარო რეალობაა – ქაღალდზე თითქოს რაღაც ცვლილებები მიმდინარეობს, რეალობა კი ჩვენს ქვეყანაში სხვაა – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასმართლოს ფორმირებაც პოლიტიკურად შეკვეთილი მიზნების განსახორციელებლად მოხდება.
“უზენაესი სასმართლოს ფორმირების წესის დამტკიცებისას პარლამენტმა ვნახეთ, რომ ეს კანონპროექტი ფაქტობრივად საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს მოარგო. ვნახავთ, რომ უზენაესი სასმართლოს ფორმირებაც პოლიტიკურად შეკვეთილი მიზნების განსახორციელებლად მოხდება. ეს არის რეალობა, მიუხედავად იმისა, ქაღალდზე რა ცვლილებების ინიცირება შეიძლება მოახდინონ უახლოეს პერიოდში. ეს ცვლილებები იუსტიციის საბჭოს შეეხება და ამ ცვლილებების განხორციელების პერსპექტივა საკმაოდ გრძელვადიანია. რეალურად უახლოეს მომავალში, მათშორის არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი სასამართლო სისტემაზე სრულ კონტროლს შეინარჩუნებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ აშშ-ის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას,რომლითაც საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან.
სამადაშვილის თქმით, ის, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა პრიორიტეტია როგორც ევროკავშირში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს კიდევ ერთხელ ვაშინგტონში უკანასკნელი განცხადებების დროს კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული.
ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები