იღუმენია მარიამი: ეს არის სასწაული, იმიტომ, რომ მსგავსი სამუშაოები აქ არასდროს არ ჩატარებულა

ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის იღუმენია მარიამი ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ეხმიანება.
იღუმენია მადლობას უხდის მათ, ვინც ტაძრების აღდგენა-განახლებაზე ზრუნავს.
„მადლობა უფალს, რომ არიან ადამიანები, ვინც ზრუნავს ასეთი უძველესი ტაძრების აღდგენა-განახლებაზე. ჩვენ მონასტრის გახსნის პირველივე დღიდან ველოდით, რომ ღვთის მადლით გამოჩნდებოდა ადამიანი (ადამიანები), ვინც ამას შეძლებდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის სასწაული, იმიტომ რომ მსგავსი სამუშაოები აქ არასდროს არ ჩატარებულა.
ის ძველი ფენა, რაც ტაძარს ამძიმებდა, ას ტონამდე მოიხსნა ტაძრიდან. მოხდება სახურავის აღდგენა. კედლებს აღადგენენ, კედლებიდან ისეთი სინესტე შემოდიოდა, რომ აზიანებდა ამ უძველეს ფრესკებს, რომელიც ტაძარშია შემორჩენილი. ეს ფრესკები გადაურჩა იმ ავბედით პერიოდს, როდესაც ყურადღება არ ექცეოდა ტაძრებს და დიდება უფალს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ღმერთმა ყველა დალოცოს, ვინც ამ უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და დაცვაში მონაწილეობს“, – განაცხადა იღუმენიამ მარიამმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები