ნიკოლოზ ჩხეტიანი: მხოლოდ წელს ფონდი „ქართუ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს გურიაში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად

„მხოლოდ წელს ფონდი „ქართუ“ ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს გურიაში მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად“,- ეს განცხადება „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც დღეს ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის დედათა მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მოინახულა.
მისი თქმით, ფონდი „ქართუს“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ისტორიული ძეგლებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვაა.
„როგორც მოგეხსენებათ ფონდი „ქართუ“ ახორციელებს უამრავ საქველმოქმედო პროექტს. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. აქ, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ფონდის დაფინანსებით ხორციელდება ერისთავების სასახლის აღდგენა გორაბერეჟოულში. უნიკალური ძეგლია, გარეშემო ძალიან ლამაზი ტყე-პარკით, რომელიც თავის დროზე ერისთავების მიერ გაშენდა. ჩვენი სამუშაოების კონცეფცია გულისხმობს პირველ რიგში საკუთრივ ძეგლის აღდგენას, რათა შეწყდეს მისი ნგრევის პროცესი, ხოლო მეორე და მესამე ეტაპზე მივხედავთ ტყე-პარკსაც. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ადგილი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. მუნიციპალტეტს კი ტურიზმის განვითარებასთან ერთად დამატებით შემოსავალს მოუტანს. ასევე მიმდინარეობს ერკეთის მონასტრისა და გურიის ტერიოტორიაზე კიდევ რამდენიმე ძეგლის აღდგენა“,- განაცხადა ნიკო ჩხეტიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები