გურიის მკვიდრი: წინა მთავრობები გვპირდებოდნენ დახმარებას, რომ აღორძინდებოდა ეს ტერიტორია, მაგრამ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა ჩვენი ნანატრი ოცნება

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით გორაბერეჟოულში ერისთავების სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციას ადგილობრივი მოსახლეობა ეხმიანება.
“არა მარტო ჩემთვის, მთლიანად სოფლისთვის, ბერეჟოულისა და რაიონის მცხოვრებლებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ეს პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის. ამ პროექტის საშუალებით გურიაში მოხდება ერთ-ერთი ლამაზი სოფლის გორაბერეჟოულის წარმოჩენა”, – ასე შეაფასა გურიის მკვიდრმა, გურამ ტყეშელაძემ ერისთავის სასახლისა და ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტრის რეაბილიტაციის დაწყება. როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება დასაბამი სოფელში უდიდესი და ლამაზი ინფრასტრუქტურის განვითარების.
„აქ ცხოვრობდა ერისთავების უდიდესი გვარი, რომლებმაც უდიდესი მნიშვნელობა შეასრულეს თავის დროს, ადგილობრივი მნიშვნელობის მოსახლეობის წინაშე ისინი იყვნენ ძალიან დადებითი და გამომდინარე აქედან, მათ შემოიტანეს კონტინენტის ყველა კუთხიდან მცენარეები, გააშენეს ეს დიდებული პარკი. წინა მთავრობები აქ გვპირდებოდნენ ყველანაირ დახმარებას, რომ აღორძინდებოდა ეს ტერიტორია, მაგრამ სწორედ დღევანდელმა ხელისუფლებამ შეასრულა ჩვენი ნანატრი ოცნება და დღეს ჩაეყარა საფუძველი, დაიწყო ერისთავთა ციხის რეკონსტრუქცია და აქედან დასაბამი ეწყება ამ სოფელში უდიდესი და ლამაზი ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა გურამ ტყეშელაძემ.
„როგორც ადგილობრივი მაცხოვრებელი, ძალიან დადებითად ვაფასებ ამ პროექტს. ეს არის ისტორიული საქმე, ისტორიული მოვლენა. ჩვენ წინაპრებმა დაგვიტოვეს და ახალი თაობა ვალდებული ვართ, რომ ეს ყველაფერი შემოვინახოთ და უფრო განახლებული იერსახით ვიხილოთ“, – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი ნათია კოტრიკაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები