ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად 6000-მდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

ინდონეზიის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს, რამაც მეწყრული ზონები გაააქტიურა და წყალდიდობები გამოიწვია. სტიქიის გამო 6000-მდე ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, კოკისპირული წვიმების შედეგად მდინარეები – ლალინდუ, ვალსალო და ლანდავი კალაპოტებიდან გადმოვიდა და ადგილობრივებს სახლებში შეუვარდა. ამის გამო ათასობით ადამიანი ეკომიგრანტი გახდა.
მედიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 202 სახლი და 4 ხიდი დაინგრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები