მოლდოვის “დემოკრატიული პარტია”: ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის უკან რუსეთი დგას

მოლდოვის “დემოკრატიული პარტიის” დეპუტატების მტკიცებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის უკან რუსეთი დგას და დიპლომატიური კორპუსის მეშვეობით ვაშინგტონის აღნიშნულში დარწმუნებას ცდილობენ.
წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატებმა ეს გზავნილი პოლიტიკოსებში გაავრცელეს. თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, გაგზავნილი წერილი ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი კოზაკმა რუსეთსა და მოლდოვის დემოკრატებს შორის საიდუმლო შეთანხმების შესახებ განაცხადა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ტელეკომპანია МИР-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მოლდოვის პრეზიდენტ დოდონს “ხელისუფლების უზურპატორების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები