პუტინი: ჩვენ დავეხმარებით მოლდოვის პრეზიდენტს ხელისუფლების უზურპატორების წინააღმდეგ ბრძოლაში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს მოლდოვის ლიდერის, იგორ დოდონის მხარდაჭერას.
“ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მოლდოვის პრეზიდენტის დოდონის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ქვეყანა იმ უზურპატორებისგან, რომელთაც ხელში ჩაიგდეს მოლდოვის ხელისუფლება”, – თქვა პუტინმა ტელეკომპანია Мир-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, მოლდოვის ახლადარჩეულმა პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი აირჩია და ის მაია სანდუ გახდა. თუმცა პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა, პაველ ფილიპმა მომდევნო დღეს, პრეზიდენტის თანხმობის გარეშე პარლამენტი დაითხოვა. პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ბრძანება გააუქმა.
აღნიშნულის ფონზე პოლიტექსპერტების შეფასებით, მოლდოვა პოლიტიკურ კრიზისშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები