„სხვა გამოსავალი არ არის, პატრიარქმა სიცოცხლეშივე უნდა მოძებნოს თავისი მემკვიდრე“
სხვა გამოსავალი არ არის, პატრიარქმა სიცოცხლეშივე უნდა მოძებნოს თავისი მემკვიდრე – ამის შესახებ საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნული მოსაზრების მიზეზებზე საუბრობს.
“როგორც ჩანს, საპატრიარქოში რუსეთის თემა გამწვავდა. ახლა იქ ორი ჯგუფი იქნება: დასავლური და ეროვნული. ეროვნული ჯგუფი, უნდა თუ არა, თეოლოგიური შინაარსით, პოსტულატებით თუ დოგმებით მაინც დაკავშირებულია რუსეთთან და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. დასავლური მართლმადიდებლობა არის სრული ნონსენსი, კონჩიტა, ანუ წვერებიანი ქალი. ახლა ამის მომხრე ადამიანები რომ არიან სინოდში, ესენი ებრძვიან ორთოდოქს სასულიერო პირებს. ევროვიზიისა არ იყოს, თუ ჩვენი სინოდი კონჩიტას მისცემს ხმას და პატრიარქს გადააყენებს, მაშინ დავღუპულვართ და ეგაა. ეს უფრო დიდ უბედურებას გამოიწვევს, ვიდრე ფერადი რევოლუციები. მოდი, ვთქვათ სიმართლე: ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, სჯობს, პატრიარქმა სიცოცხლეშივე მოძებნოს მემკვიდრე. იცი, შევარდნაძის უბედურება რაში მდგომარეობდა? მან ვერ დაასახელა თავისი მემკვიდრე, ან არ დაასახელა… ქაჩავდა ამ პროცესს, აჭიანურებდა და ბოლოს თვითონაც ვეღარ გაიგო, ვინ უნდოდა და რა უნდოდა. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცა უნდა მოძებნო და მერე ამას ეძლევა ლეგიტიმური სახე. ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას პატრიარქმა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დროა, მემკვიდრეზე იფიქროს“,- აღნიშნავს ხაბურძანია.