მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან რაშიდ მერედოვთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის და საქართველოში დაგეგმილი თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები.
„საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე და უმაღლესი დონის დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.