ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ოკუპირებული აფხაზეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ამის შესახებ ადგილობრივი ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“ იუწყება.
კომპანიის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში ამინდი გაუარესდა, რასაც ელექტროგადამცემი ხაზის გათიშვა და თითქმის მთელ ოკუპირებულ აფხაზეთში დენის შეწყვეტა მოჰყვა.
გათიშვის ზუსტ მიზეზებსა და აღდგენის ვადებზე კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ენერგომომარაგება „ენგურჰესის“ მეშვეობით ხორციელდება.
წყარო: 1tv.ge