მიხეილ ქამუშაძე: საჩხერის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე აღჭურვილობით მაღაროელთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს

“საჩხერის სამედიცინო ცენტრი თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით მაღაროელთათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს”, – ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის ფინანსურმა დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში  ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე გამართული მორიგი საკოორდინაციო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონთან“. შეისწავლის მათი ბენეფიციარების საჭიროებებს  არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ცენტრი მაღალკვალიფიციური პერსონალით, გამართული ინფრასტრუქტურით, თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობით უზრუნველყოფს მათთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდებას და ხანგრძლივი თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს“, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები