76 წლის ქალი, რომელიც ქმარმა ყანდაურაში დაჭრა, გარდაიცვალა

76 წლის ქალი – ელზა გამყრელიძე, რომელიც ქმარმა ყანდაურაში დაჭრა, თვენახევრიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 3 მაისს 76 წლის ქალი 85 წლის ქმარმა თავში არეში დაჭრა.
ქალი, თავდაპირველად, საგარეჯოს საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს.
ცნობისთვის, 85 წლის ომარ გამყრელიძეს 4 ადამიანის – შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობა ედება ბრალად.
შეგახსენებთ, რომ გამყრელიძეს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომხდარზე გამოძიება გამყრელიძის წინაღმდეგ ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად, გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები